გოგონამ აუზში ჩავარდნილი ციყვი დახრჩობას გადაარჩინა - VIDEO

შეერთებულ შტატებში გოგონამ აუზში ჩავარდნილი ციყვი დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ტეხასის შტატში მდებარე ქალაქ ლუმბერტონის მკვიდრმა, სახლის ეზოში აუზში ციყვი იპოვა, რომელიც წყლიდან ვერ ამოდიოდა. გოგონა ცხოველის გადარჩენას ცდილობდა, ხოლო დედა ინციდენტს ტელეფონის კამერით იღებდა.

გოგონამ აუზიდენ ციყვი სკამის დახმარებით ამოიყვანა. გადარჩენილი ცხოველი კი მაშველს მხარზე შეახტა.