გოგონას ტრანსფორმაცია, რომელმაც ნარკოტიკების მოხმარება შეწყვიტა - PHOTO

სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგონას ფოტოებმა გააოცა, რომელმაც ნარკომანიას თავი დააღწია. მან საზოგადოებას გაუზიარა, როგორ შეიცვალა მისი გარეგნობა ნარკოტიკების მიღების შეწყვეტიდან 9 თვის შემდეგ. 

სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" მომხმარებელმა, მეტსახელად "volatilebabygirl-მა" ფოტო გააზიარა და თან ისტორიაც დაურთო. მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულების დროს 40 კილოს იწონიდა. ამ დროს ქუჩაში ცხოვრობდა. მეტამფეტამინისა და ჰეროინის მიღების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მზად იყო სიცოცხლეც კი დაესრულებინა. ამ პერიოდში გოგონამ, ენდოკარდიტი ორჯერ გადაიტანა. მას ამ ყველაფერთან გამკლავებაში დედა დაეხმარა და საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. მან ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა შეძლო და 18 კილოგრამი მოიმატა.

”მინდოდა ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა. ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია”, - ნათქვამია პოსტში.