გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი მძიმე ავტოავარიაში მოყვა

ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი მძიმე ავტოავარიაში მოყვა. გოლფის ლეგენდა საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით და ფეხის მრავლობითი დაზიანებით მოათვსეს. 

ექიმების განცხადებით, ტაიგერი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მოტეხილ ფეხში ლითონის კონსტრუქციის ჩადგმა გახდა საჭირო.  

აღსანიშნავია, რომ ტაიგერის სისხლში ალკოჰოლი ან რაიმე სხვა აკრძალული ნივთიერება არ აღმოუჩენიათ.