Google ახალი თაობის "ჭკვიანი სათვალის" წარმოებას გეგმავს

კორპორაცია Google "ჭკვიანი სათვალეების" დამამზადებელი კანადური კომპანიის North-ის შესყიდვას გეგმავს. The Globe and Mail-ის ცნობით, Google-ს ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე სათვალეების ბაზარზე დაბრუნება სურს.

კანადურ კომპანიას Google-ის შვილობილი საწარმო Alphabet 180 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდის.

2012 წელს Google-მა პირველი "ჭკვიანი სათვალე" Google Glass გამოუშვა, თუმცა მასზე დაბალი მოთხოვნის გამო მისი წარმოება მალე შეწვიტა. თუმცა, მოგვიანებით Glass Enterprise Edition 2 გამოუშვა. 

კომპანია North-ის მიერ წარმოებული სათვალეები Focals ე.წ დამატებითი რეალობის სიმულაციის მახასიათებლებს შეიცავს.