Google დაკარგული სმარტფონების საძიებო სისტემას აახლებს

კომპანია Google სმარტფონებზე Android-ის  ჭკვიანი საძიებო მოწყობილობის სისტემას ამარტივებს.

Google Play Services-ის უახლეს ბეტა ვერსიაში საძიებო სისტემა ჩატვირთულია. მომხმარებლებს მხოლოდ ნებართვის მიცემა მოუწევთ და მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში პროგრამა ანდროიდის ადგილმდებარეობას ავტომატურად დაადგენს.

მსგავსი სისტემა "Find My" რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენება Apple-ის iOS სისტემაზე.