Google-მა ადამიანის ტვინის ნაწილის ყველაზე დეტალური 3D რუკა შეადგინა

Google-მა და ჰარვარდის ინჟინრებმა ტვინის მცირე ნაწილის ყველაზე დეტალური 3D რუკა შეადგინეს. ის ქსოვილის მხოლოდ ერთ კუბურ მილიმეტრს მოიცავს, რაც მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრამიის ერთ პიქსელს უდრის. რუკის ნახვა ბმულზეა შესაძლებელი.

მასზე 50 ათასი ნეირონისა და 130 მილიონი სინაფსის (ორი უჯრედის კონტაქტის ადგილი) ნახვაა შესაძლებელი.

ვიზუალიაზაცია 225 მილიონი გამოსახულების გამოყენებით შედგა. ამჟამად რუკა 1,4 პეტაბაიტს იკავებს. ეს 700-ჯე მეტია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური კომპიუტერი იტევს.

ჰარვარდის მეცნიერებმა 45 წლის ქალის ტვინის ქსოვილის ნაწილი მიიღეს. მას ეპილეფსია ჰქონდა და მედიკამენტები არ შველოდა. ქსოვილის ნაწილები დაასკანერეს. ეს გამოსახულებები კი 3D რუკას საფუძვლად დაედო.