Google-მა სიმღერების საძიებო სისტემა გამოუშვა

Google-ს ახალი სიმღერების საძიებო ფუნქცია დაემატა. სისტემა საშუალებას გაძლევთ სიმღერის სათაური და შემსრულებელი, მხოლოდ მელოდიით მოიძიოთ. 

ამისათვის საჭიროა, გადახვიდეთ Google-ის საძიებო სისტემაში, გაააქტიუროთ მიკროფონი და თქვათ "What is this song?". შემდეგ, მოასმენინოთ პროგრამას მელოდია, ან თავად წაიმღეროთ იგი 10-15 წამის განმავლობაში და სისტემა სიმღერას თავად ამოგიგდებთ.