Grand Princess საკრუიზო გემს კორონავირუსის ტესტები ვერტმფრენით მიაწოდეს - VIDEO

კალიფორნიის ეროვნულმა გვარდიამ, კალიფორნიის სანაპიროზე მდებარე, Grand Princess-ის საკრუიზო ლაინერს კორონავირუსის დასადგენი ტესტები ვერტმფრენით მიაწოდა. ამის ამსახველ ვიდეოს CNN ავრცელებს.

ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის სანაპიროსთან გაჩერებულ საკრუიზო გემზე ათასობით მგზავრი იმყოფება. კრუიზის მგზავრებსა და პერსონალს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს. ამავე გემზე მყოფი 71 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

საკრუიზო ლაინერის ბორტზე დაახლოებით 3.500 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 422 მგზავრი და 1 111 ეკიპაჟის წევრია.