საბერძნეთში სანაპირო დაცვის კატერი მიგრანტების ნავს დაეჯახა, დაიღუპა ბავშვი

საბერძნეთის კუნძულ კოსთან სანაპირო დაცვის კატერი მიგრანტების ნავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად სამი წლის ბავშვი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავში 34 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიცია ამჟამად ერთ ადამიანს ეძებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.