Right Livelihood Award-ის პრემია, რომელსაც მეორენაირად ალტერნატიული ნობელის პრემიას უწოდებენ, შვედ ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში გაიმართა.
16 წლის გრეტამ Twitter-ზე დაწერა, ამ პრიზს არ მოელოდა, თუმცა მისი მიღებით ძალიან გახარებულია.
ტუნბერგი დაჯილდოვების ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან მადრიდის კლიმატის კონფერენციაზე იმყოფება.