გრეტა ტუნბერგმა სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

კლიმატის აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, რომ მან 2018 წელს დაარსებული მოძრაობის სახელი "პარასკევი მომავლისთვის" ოფიციალურად დაარეგისტრირა, რომელიც ამიერიდან გლობალური მასშტაბის იქნება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს, იურიდიული მოქმედებები განახორციელოს იმ პირების, ან კომპანიების მიმართ, რომლებიც მისი სახელის გამოყენებას ცდილობენ და ეს მის ღირებულებებს ან მოძრაობას არ შეესაბამება. 

”გარწმუნებთ, მე და სკოლის სხვა გაფიცულ მოსწავლეებს არ გვაქვს რაიმე ინტერესები სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უნდა გაკეთდეს”,- განაცხადა გრეტამ, საკუთარ Instagram-ზე. 

ტუნბერგმა აღნიშნა, რომ მან ასევე დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი "Skolstrejk klimatet" (სკოლის გაფიცვა შვედური კლიმატისთვის) - ეს იყო ფორმულირება პლაკატზე, რომელიც მან 2018 წელს შვედეთის პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციების დაწყებისას გაშალა.