გროზნოში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

გროზნოში შეტაკებების დროს 4 "ბოევიკი" და 2 სამხედრო ოფიცერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავები ავრცელებენ.

"წინასწარი ინფორმაციით, ოთხი "ბოევიკი" ლიკვიდირებულია. შეტაკების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ორი ოფიცერი დაიღუპა", - განაცხადეს სამართალდამცავებმა.

როგორც ჩეჩნეთის ოპერატიული შტაბის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, გროზნოში, ოქტიაბრსკის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია მოქმედებს.