გუშინ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 2641 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 641 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა. გარდაიცვალა 143 პაციენტი, რითაც მსხვერპლის რიცხვი 1523-მდე გაიზარდა. 

უკანასკნელი მონაცენებით, ჩინეთში 66 492 ადამიანია ინფიცირებული. 

დღესვე, ჩინეთის მთავრობამ მიიღო ნორმა, რომლის მიხედვითაც, პეკინში დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან 14-დღიანი კარანტინი გაიარონ. 

მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ჰუბეის პროვინციაზე მოდის, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. სწორედ აქედან გავრცელდა ვურუსი გასული წლის თებერვალში.