გუტერეში: დღევანდელ სამყაროში ერთი საერთო მტერი გვყავს

დღევანდელ სამყაროში ერთი საერთო მტერი გვყავს - COVID-19. გლობალური მშვიდობის მისაღწევად დროა ძალისხმევა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.

”ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიღარიბეს, უთანასწორობას, შიმშილსა და სიძულვილს სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო”, - დასძინა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის თვეებში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.  

"გაერო თქვენს გვერდით არის და ის თქვენ გეკუთვნით, ის თქვენ ხართ", - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.