გუტიერეშმა ყველა ქვეყანას COVID-19-ზე ტესტირებისკენ მოუწოდა

ყველა ქვეყანას COVID-19-ზე სისტემური ტესტირების ჩატარება და საკარანტინო ღონისძიებების რეალიზაცია უნდა შეეძლოს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა G20-ის სამიტზე განაცხადა.

მან ქვეყნებს კორონავირუსის გავრცელების შეკავებისკენ მოუწოდა.

"ეს ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, G20-ის რეაგირების კოორდინირებულ მექანიზმს მოითხოვს", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების მინიმიზაცია.