გვატემალამ ჰონდურასიდან მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა

გვატემალას სამხედროებმა მიგრანტების ქარავნის შეჩერება სცადეს. ლტოლვილები ჰონდურასიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჯარისკაცები ხელკეტებსაც იყენებდნენ. ჰონდურასში 1000 მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა.

გვატემალას საზღვარი დაახლოებით 9 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა. ლტოლვილები მექსიკის მიმართულებით აპირებდნენ გადასვლას. ხალხი იმედოვნებდა, რომ აშშ-ში საცხოვრებელსა და სამუშაოს იშოვიდა.

მიგრანტების თქმით, ჯო ბაიდენის ერთ – ერთი წინასაარჩევნო დაპირება მიგრაციული პოლიტიკის შემცირება იყო, ამიტომ ისინი შეღავათებს ელოდებიან.