გვატემალას ციხეში არეულობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

გვატემალაში, კესალტენანგოს ციხეში მომხდარ არეულობას 6 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას KTIV ავრცელებს.

ცნობილია, რომ ციხეში ბუნტი პატიმრებთან ვიზიტის საათების ბოლოს დაიწყო.

საერთო ჯამში, კესალტენანგოს ციხეში 2250 პატიმარი იმყოფება.

ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.