გვატემალაში ვულკან პაკიაიას აქტივობა გაიზარდა

გვატემალაში ვულკან პაკაიას აქტივობა გაიზარდა. ადგილობრივი სეისმოლოგიური ინსტიტუტის განცხადებით, ლავისა და ვულკანური მასალის გამოყოფა 800 მ სიმაღლეს აღწევს, რამაც ნაცარი გამოიწვია, ძირითადად სან-ფრანცისკოს, ელ-სედროს, კალდერასის, ელ-როდეოსა და ლოს-ჟასმინესის დასახლებულ პუნქტებში. 

ვულკანოლოგები არ გამორიცხავენ უახლოეს მომავალში ამ აქტივობის ზრდას ან მის შენარჩუნებას ამჟამინდელ დონეზე, ასევე ახალი და არსებული ლავის ნაკადების გაჩენას. ვულკანის კრატერის თავზე ამოფრქვეული სვეტი 5,5 კმ სიმაღლეს აღწევს.

ცნობილია, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრები გამოყოფილია.