გვინეაში COVID-19-ზე ვაქცინაცია დაიწყო

გვინეის დედაქალაქ კონაკრში COVID-19-ზე მასიური ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება.

ქვეყანაში მაცხოვრებლებს კორონავირუსზე ჩინური წარმოების, კომპანია Sinopharm-ის მიერ შემუშავებული ვაქცინით აცრიან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პარტია ქვეყანას გვინეაში ჩინეთის ელჩმა გადასცა.

ვაქცინის პირველი დოზა გვინეის პრეზიდენტმა მიიღო.