გვინეის ყურეში მეკობრეებმა 9 მეზღვაური გაიტაცეს

გვინეის ყურეში მეკობრეებმა 9 ფილიპინელი მეზღვაური გაიტაცეს, რომლებიც ნორვეგიული კომპანია „J.J. Ugland“ გემის ეკიპაჟის წევრები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ეკიპაჟის 8 წევრი და კაპიტანი დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. გემზე მყოფი სხვა ადამიანებს არაფერი ემუქრებათ. მიმდინარეობს გამოძიება.