ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გაითიშა

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კომპიუტერს სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ყველა ასტრონომიული საქმიანობა გაითიშა.
13 ივნისს, ჰაბლის მთავარი კომპიუტერი გაითიშა; ინჟინრები მის შეკეთებას და ამუშავებას დედამიწიდან ცდილობენ.

მეცნიერებმა, რომლებიც ტელესკოპზე მუშაობენ, მისი კომპიუტერი გადატვირთეს, მაგრამ ორშაბათს ის კვლავ გაითიშა. 

თავდაპირველად NASA-ს ინჟინრები ვარაუდობდნენ, რომ ტელესკოპის გაჩერების მიზეზი მეხსიერების მოდულის დეგრადირება იყო. 

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ამჟამად გათიშულია.