ჰაერის დაბინძურების გამო ნიუ-დელიში სკოლები დახურეს

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები დახურეს. შეზღუდვა 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წერილში, რომელიც შტატის უფროსმა მინისტრმა, არვინდ კეჯრივალმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა, რიც გამოც საგანგებო ზომების მიღება გახდა საჭირო.

ჰაერის დაბინძურების გამო მანამდე ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქში მანქანების მოძრაობის დროებითი აკრძალვა გადაწყვიტა.