"ჰაგიბისით“ გამოწვეულმა ზარალმა 170 მილიარდ იენას გადააჭარბა

ტაიფუნ „ჰაგიბისით“ გამოწვეულმა ზარალმა 170 მილიარდ იენას (1.5 მლრდ აშშ დოლარი) გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის მთავრობა ავრცელებს.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33 ათასი ჰა დატბორილია.

ბოლო მონაცემებით, წყალდიდობებს და მეწყერს 88 ადამიანი ემსხვერპლა. 7 უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. დაშავებულთა რიცხვი 400 აჭარბებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტის, შინზო აბეს განცხადებით, სამშაბათს მინისტრთა კაბინეტი ტაიფუნით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე იმსჯელებს.