ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ლიდერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მედიის ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა პრეზიდენტის მეუღლე. 

გავრცელებული ცნობით, მოიზის რეზიდენციაზე თავდამსხმელთა ნაწილი ესპანურად ლაპარაკობდა.