ჰაიტის სანაპიროსთან 14 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტის ჩრდილოეთ ნაწილში, ტორტუგას კუნძულთან ნავი გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ნავი გადატვირთული იყო, რაც კატასტროფის მიზეზი გახდა.

მაშველებმა წყლიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.