ჰაიტიში ავარიას 21 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა

ჰაიტიში, მიკრო ავტობუსისა და ავტობუსის შეჯახებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Thestar ავრცელებს. 

ავარია ქალაქ არკაიში მოხდა. 

თვითმხილველების თქმით, მიკრო ავტობუსის მანქანის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა.