ჰაიტიზე 17 ამერიკელი მისიონერი გაიტაცეს

ბოროტმოქმედებმა 17 ქრისტიანი მისიონერი გაიტაცეს, რომლებიც ჰაიტიზე ეწეოდნენ საქმიანობას.

შემთხვევა პროტ-ო-პრენსეში მოხდა. 

როგორც კარიბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა The New York Times-ს განუცხადეს, აშშ-ის მოქალაქეები ავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც აეროპორტისკენ მიემართებოდა.