ჰაიტიზე 14 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 248-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 2 207 დაღუპულის შესახებ.
სამინისტროს მონაცემებით, 12 763 ადამიანი დაშავდა, ხოლო 329 დაკარგულად ითვლება.
რეგიონში 53 ათასზე მეტი შენობა მთლიანად განადგურდა, 83 ათასზე მეტი - ნაწილობრივ.
ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 14 აგვისტოს მოხდა. ეპიცენტრი ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა.