ჰაჯიევი: საერთაშორისო საზოგადოებამ სომხეთის ბარბაროსული ქმედებები უნდა იხილოს

"აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხედრო ატაშეები განჯას ეწვევიან და სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიყენებულ სარაკეტო თავდასხმების შედეგებს გაეცნობიან", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა.

"დაე, სომხეთის ბარბაროსული ქმედებები, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული, საერთაშორისო საზოგადოებამაც იხილოს", - განაცხადა ჰაჯიევმა.