ჰაჯიევი: სომხეთის მიერ ქალაქ ტერტერის დაბომბვას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

”სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების წინააღმდეგ ომს აგრძელებს”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა. 

"აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერზე მიმართულებით, " სმერჩის" ტიპის რაკეტის სროლის შედეგად, საკუთარი სახლის ეზოში 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა, რომელიც ხურმას კრეფდა", - განაცხადა ჰაჯიევმა.