ჰაკერებმა Electronic Arts-ის სისტემაში შეაღწიეს

ჰაკერებმა ვიდეოთამაშის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის, Electronic Arts-ის სისტემაში შეაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჰაკერებმა EA-ს 780 გეგაბაიტი მონაცემები ჩაიგდეს ხელთ, რომელთა შორის არის საწყისი კოდი Frostbite. მასზე მუშაობს თამაშები FIFA, Madden და Battlefield.

კიბერუსაფრთხოების დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ჰაკერებმა, შესაძლოა, ეს კოდი "დარქნეტში" ბოროტმოქმედებს მიჰყიდონ, რომლებიც თამაშებისთვის "ჰაკებს" შექმნიან.

Electronic Arts-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მოთამაშეთა კონფიდენციალობას საფრთხე არ ემუქრება,