ჰაკერმა ტრამპის "ტვიტერში" შეაღწია

ჰოლანდიელმა ექსპერტმა საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებში ვიქტორ გევერსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "ტვიტერში" შეაღწია. ამის შესახებ გამოცემა De Volkskrant წერს.

გევერსის თქმით, "ტვიტერში" მან 2020 წლის ოქტომბერში, მეხუთე ცდით შეაღწია.

აღმოჩნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშის პაროლი იყო maga2020! MAGA ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგის - Make America Great Again (გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი) აბრევიატურა იყო.

"მეგონა, რომ 4 წარუმატებელი ცდის შემდეგ დავიბლოკებოდი", - ამბობს გევერსი.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი უსაფრთხოების ელემენტალურ წესებს უგულებელყოფს.

ამასთან, "ტვიტერის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობა არ დაფიქსირებულა.