ჰაკერული დაჯგუფება DarkSide დაიხურა

ჰაკერულმა დაჯგუფება DarkSide-მა დახურვის შესახებ განაცხადა მას შემდეგ განაცხადა, რაც იგი აშშ-ის Colonial Pipeline-ის მილსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

წყაროების თანახმად, ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე წვდომა დაკარგეს. კერძოდ,  13 მაისიდან, DarkSide-ის ვებ-გვერდი დაიხურა.

ორგანიზაციამ ასევე პრეტენზია გამოთქვა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე და კოლეგებს განუცხადა, რომ იგი  საქმიანობას აჩერებს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰაკერები შესაძლოა სხვა ახალი სახელით გაერთიანდნენ და დანაშაულებრივი საქმიანობა უწინდებურად განაგრძონ.

Colonial Pipeline-ში 7 მაისს განაცხადეს, რომ მათ სისტემაზე კიბერთავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ხაზი დაიხურა საფრთხის შესაკავებლად, რომელმაც დროებით შეაჩერა მილსადენის ყველა ოპერაცია და შეეხო ზოგიერთ ინფორმაციულ სისტემას.

აშშ-ის ტრანსპორტირების დეპარტამენტმა უმსხვილეს მილსადენზე, კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.