ჰამბურგში აზერბაიჯანის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - VIDEO

გერმანიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ჰამბურგის ქუჩებში აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარდასაჭერ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ლოზუნგით "ყარაბაღი აზერბაიჯანია" გამოვიდნენ და აზერბაიჯანული ჯარის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

აქციის მონაწილეებმა გერმანიის მთავრობას მოუწოდეს, აზერბაიჯანიდან ჯარის გაყვანის მიზნით, სომხეთზე ზეწოლა განახორციელონ.