ჰანოიში COVID-19-ს "კორონაბურგერით" ებრძვიან - PHOTO

ვიეტნამში, ქალაქ ჰანოიში მწვანე ფერის ბურგერს ამზადებენ, რომელსაც კორონავირუსის მიკროსკოპული გამოსახულების ფორმა აქვს. ამის შესახებ Reuters წერს. 

ბურგერის შექმნის იდეა ადგილობრივ შეფ მზარეულს, ჰოანგ ტუნგს გაუჩნდა. ბურგერის ფუნთუშა მწვანე ჩაის ფქვილისგან მზადდება, რაც მის მწვანე შეფერილობას განაპირობებს.

ჰოანგ ტუნგის განცხადებით, ვიეტნამში გავრცელებული ტრადიციული მოსაზრების თანახმად, იმისთვის, რომ შიში დაამარცხო, უნდა შეჭამო ის, რისიც გეშინია. 

"კორონავირუსი ძალზედ საშიში ინფექციაა. თუმცა, თუ ბურგერს შეჭამთ, რომელსაც მისი ფორმა აქვს, გონება ამას ვირუსზე გამარჯვებად აღიქვამს", - განაცხადა ჰოანგ ტუნგმა.

ვიეტნამში კოროანვირუსით ინფიცირების 153 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლი არ მოჰყოლია.