ჰარი პოტერის ვარსკვლავის სპორტულ ტურნირზე გული წაუვიდა

ჰარი პოტერის შესახებ ფილმების ერთ-ერთ ვარსკვლავს, ჰოლივუდის მსახიობ ტომ ფელტონს ვისკონსინში, ცნობილ ადამიანებს შორის გოლფის ტურნირის დროს გული წაუვიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უბედური შემთხვევა რაიდერის თასის თამაშის დროს მოხდა.

აშშ-ის პროფესიონალი გოლფის მოთამაშეთა ასოციაციის თანახმად, 34 წლის მსახიობი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაპარაცებმა ინციდენტის გადაღება მოახერხეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მსახიობის შეუძლოდ გახდომის მიზეზი.