ჰარი სტაილზი ლონდონში გაძარცვეს

ბრიტანელი მუსიკოსი ჰარი სტაილზი ლონდონში გაძარცვეს. ინციდენტი "ვალენტინობაზე", 14 თებერვალს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიამ მხოლოდ ახლახანს შეიტყო. ამის შესახებ The Sun წერს.

მძარცველი სტაილზს დანით ემუქრებოდა და ფულს ითხოვდა. მუსიკოსი თავდამსხმელს დაემორჩილა.

ჰარის მეგობარი აცხადებს, რომ მას რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის მითვისება მოახერხა მძარცველმა.