ჰავაის კუნძულზე ვულკანმა ამოხეთქა - PHOTO - VIDEO

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჰავაის დიდ კუნძულზე ვუკლანმა კილაუეამ გაიღვიძა და ღამით ჰალემა-უმაუს კრატერიდან ამოხეთქა.

ვულკანის გააქტიურებიდან მალევე სტიქიის ზონაში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა. ვულკანი ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს. კუნძულზე 186 000 ადამიანი ცხოვრობს.