HBO-მ "ეიფორიას" სპეციალური ეპიზოდის თრეილერი გამოაქვეყნა - VIDEO

სატელევიზიო არხების ქსელმა HBO-მ სერიალ "ეიფორიას" პირველი საშობაო სპეციალური თრეილერი "Part 1: Rue" გამოაქვეყნა. მასში კოლმენ დომინგო და ზენდაია მონაწილეობენ.

სერიალის პრემიერა 6 დეკემბერს გაიმართება. მეორე სერიის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ზენდაიამ "ეიფორიაში" შესრულებული როლისთვის "ემის" ჯილდო მიიღო.