ჰელოუინის წვეულებაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა სროლის შედეგად, რომელიც კალიფორნიაში ჰელოუინის წვეულებაზე მოხდა.

Fox News-ის ცნობით, წვეულებაზე სადაც ინციდენტი მოხდა ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მიღებული ჭრილობების შედეგად ორი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.