ჰიქმეთ ჰაჯიევი: მშვიდობაზე საუბარი მხოლოდ ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის ჯარების გამოყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო სამართლის დაცვით, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩვენი მიწების სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების მიზნით მოქმედებენ, - ამის შესახებ ტელეარხ "Al Arabiya-სთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობაზე საუბარი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის ჯარების გამოყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ახალი ტერიტორიებისთვის ახალი ომების კონცეფციის შესახებ განაცხადა. როდის შეწყვეტს სომხეთი თავის პროვოკაციებს? სომხეთმა საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა შეწყვიტოს", - განაცხადა ჰაჯიევმა.