ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხებმა აზერბაიჯანის 17 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 51 კი დაჭრეს

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებული პუნქტების მისამართით საარტილერიო სროლის შედეგად აზერბაიჯანის 17 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი მოკლულია, 51 - დაჭრილი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ჰაჯიევის თქმით, დაზიანდა კერძო და სახელმწიფო საკუთრება.