ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხეთმა განჯას ცენტრალური ბაზარს რაკეტები დაუშინა - VIDEO

განჯაზე, მინგეჩაურზე, ბარდაზე, ტერტერსა და აზერბაიჯანის სხვა მსხვილ ქალაქებზე სარაკეტო იერიში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით სომხეთის მხრიდან განხორციელებული სახელმწიფო ტერორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელიმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

"რა სამხედრო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბაზარს? ეს სარაკეტო იერიში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით განხორციელდა", - აღნიშნა ჰაჯიევმა. 

ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად ერთი ქალი, მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა.