ჰილარი კლინტონი: გთხოვთ, ნუ მოიწამლავთ თავს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს.

„გთხოვთ, ნუ მოიწამლავთ თავს იმის გამო, რომ ტრამპი ფიქრობს, რომ ეს კარგი შეიძლება იყოს“, - დაწერა ჰილარი კლინტონმა Twitter-ზე.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს.