ჰიტლერის ნივთები აუქციონზე მაღალ ფასში გაიყიდა - PHOTO

ავსტრალიაში ადოლფ ჰიტლერის კუთვნილებაში მყოფი 8 ნივთი აუქციონზე გაიყიდა. მათ შორის სიგარების ყუთი და სავარცხელი. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

ყოფილი დიქტატორის ნივთები სამხედრო ანტიკვარების აუქციონზე, ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ პერთში გაიყიდა. 

სიგარების ყუთი 29 000 აშშ დოლარად შეიძინეს, სავარცხელი  $19 000-ად. გაყიდულ ნივთებს შორის იყო ლითონის სარკეც, რომელიც 15 000 აშშ დოლარად გაიყიდა, ასევე, სასაწებლე ($11 500) და ლითონის ჩექმის საწმენდი ფუნჯი ($13000).

აღსანიშნავია, რომ აუქციონი აქტივისტებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ეს ჰიტლერის რეჟიმის "სასტიკი დღესასწაულია" და მამაცი მებრძოელბის "საფლავებზე დაფურთხება". ისინი ითხოვდნენ აუქციონის აკრძალვას.