ჰიუ ლორი აგათა კრისტის რომანის მიხედვით ფილმს გადაიღებს

პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი და მსახიობი ჰიუ ლორი, რომელიც ცნობილია სერიალ "ექიმ ჰაუსში" შესრულებული როლით, აგათა კრისტის რომანის "რატომ არ ჰკითხეს ევანსს?" მიხედვით ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline წერს.

რომანი მოგვითხრობს ბობი ჯონსისა და მისი მეგობრის ლედი ფრენსის დერვენტის შესახებ, რომლებმაც გოლფის ბურთის ძიებისას მომაკვდავი ადამიანი აღმოაჩინეს. ჯონსი და დერვანტი საკუთარ გამოძიებას იწყებენ იმ მამაკაცის საიდუმლოს გამოსავლენად, რომელსაც ჯიბეში ლამაზი ქალის ფოტო ჰქონდა და ბოლო სიტყვები თქვა, "რატომ არ ჰკითხეს ევანსს?". ახალგაზრდები არასერიოზულად ეკიდებიან საქმეს, არ იციან, რა საფრთხე ემუქრებათ მათ.

ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიმართება.