ჰიუსტონის კლუბში სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის კლუბში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა იარაღი ამოიღო და "D&D Sky Club-ში" მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბარიდან გაქცევა მოახერხა. მას ამჟამად პოლიცია ეძებს.

მამაკაცის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.