ჰიუსტონში ტრეფიკინგის 26 მსხვერპლი გადაარჩინეს

ჰიუსტონში პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად ტრეფიკინგის 26 მსხვერპლი გადაარჩინეს. ამის შესახებ New York Post წერს.

სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთ-ერთი სახლიდან მხოლოდ საცვლების ამარა მამაკაცი გამოიქცა, რომელიც ყვიროდა, რომ ის გაიტაცეს.

სამართალდამცავებმა სახლში 25 მამაკაცი და ერთ ქალი იპოვეს.

გამოძიებაში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტიც ჩაერთო.