ჰოკაიდოზე იაპონური წეროები თოვლში ცეკვავენ - VIDEO

იაპონიაში, ჰოკაიდოზე ქვეყნის განსაკუთრებული ბუნებრივი მემკვიდრეობის - იაპონური წეროების ცეკვების ნახვა არის შესაძლებელი.

სოფელ წურუიში, რომელიც ჰოკაიდოზე მდებარეობს და სადაც წეროებს აჭმევენ, მათმა რიცხვმა პიკს მიაღწია.

ფრინველები დაწყვილების ცეკვებს ასრულებენ, რომელსაც ყვირილს ურთავენ. ამ დროს ტემპერატურა თითქმის -20 გრადუსია.

ვიდეო 2021 წლის 10 თებერვალს არის გადაღებული.