ჰონგ-კონგში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ჰონგ-კონგის პოლიციამ ვონტაისინის რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მანამდე ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა საგანგებო ძალების წარმომადგენლებს მოწოდებით მიმართა, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი და საპროტესტო დემონსტრაციები ჩაახშონ

კერი ლამის განცხადებით, 5 ოქტომბრიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ძალაში შევა აკრძალვა სახის ნიღბით დაფარვაზეც.